ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაზრდილია

ევროპის რეგიონში 11-17 ოქტომბრის კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7%-ით არის გაზრდილი, ხოლო ლეტალური შემთხვევების მაჩვენებელი – 4%-ით.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია ნათქვამი.

რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებელს, მსოფლიოში 11-17 ოქტომბერს კორონავირუსით 2 763 957 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 3-10 ოქტომბერთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას – ამავე პერიოდში მსოფლიოში ვირუსს 46 140 ადამიანი შეეწირა, რაც 3-10 ოქტომბერთან პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია აფრიკაში 18%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 16%-ით.

გარდაცვალების კლებაა აფრიკაში 25%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 19%-ით; ევროპის გარდა, ლეტალური სტატისტიკა გაზრდილია ასევე დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 1%-ით.

ერთ კვირაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში – 582 707; დიდი ბრიტანეთში – 283 756; რუსეთში – 217 322; თურქეთში – 213 981 და ინდოეთში 114 244.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები