დავით სერგეენკო ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მილუშე ჰორსკასა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„დელეგაცია მაღალი დონის წარმომადგენლებით იყო ჩამოსული და მათი ძირითადი ინტერესის სფერო, გარდა ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი თანამშრომლობისა, იყო განსაკუთრებით ჯანდაცვის და სოციალური სფეროები.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები იმისათვის, რომ დავძლიოთ ასეთი მძიმე გამოწვევებით სავსე პერიოდი. ორივე მხრიდან იყო ძალიან ოპტიმისტური მზადყოფნა იმისათვის, რომ ჩვენი ისედაც კარგი არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაუმჯობესდეს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები