Facebook-ის სახელწოდება იცვლება

კორპორაცია Facebook მომავალ კვირას სახელის ცვლილების შესახებ გამოაცხადებს. როგორც გამოცემა The Verge წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, ახალი სახელი უფრო მეტად უპასუხებს ქსელის კონცეფციას.

ამრიგად, კორპორაციას სურს, აჩვენოს, რომ მათ განკარგულებაში არა მხოლოდ სოციალური ქსელი, არამედ სხვა პროგრამებიცა – WhatsApp, Instagram, Oculus და სხვა.

გამოცემის ცნობით, კორპორაციის გენერალური დირექტორი, მარკ ცუკერბერგი რებრენდინგის შესახებ საუბარს ყოველწლიურ კონფერენციაზე Connect-ზე 28 ოქტომბერს გეგმავს, თუმცა, ეს შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები