ამირან გამყრელიძე: ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება
“პროგნოზი არ არის საიმედო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება.
“პროგნოზი არ არის საიმედო, შესაბამისად, დღესაც იქნა ეს დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებების. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. როდიდან – ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო”, – აღნიშნა გამყრელიძემ.