თამარ გაბუნია: არსებულ რეგულაციებზე მონიტორინგი მაქსიმალურად მკაცრი იქნება

“საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია არის ის, რომ არსებული რეგულაციების აღსრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში – 47%-ზეა ასული. ეს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. მონიტორინგი ამ მიმართულებით, ასევე, მონიტორინგი არსებულ რეგულაციებზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი რეგულაციებია: პირბადის გამოყენება, დისტანცია და ხელის ჰიგიენა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რეგულაციების აღსრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაყოლიება ვაქცინაციაზე და თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გაიზიაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები