ლაშა დამენია – „ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, არაფერი დარჩენია, გარდა სიძულვილის ენის გამოყენებისა, 30 ოქტომბრის არჩევნებში მწარედ დამარცხდებიან”
„ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, არც არაფერი დარჩენია, გარდა სიძულვილის ენის გამოყენებისა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი 30 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდება.
„ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, არც არაფერი დარჩენია გარდა სიძულვილის ენის გამოყენებისა. 9 წლის თავზე, როდესაც მმართველ პარტიას არ აქვს არანაირი პოზიტიური გზავნილი, თუ რითი გამოასწორა მოსახლეობის ცხოვრება, ეს არის მათი ერთადერთი გზა, თუმცა, ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობას ყელში აქვს ამოსული და 30 ოქტომბერს მოსახლეობა გასცემს პასუხს „ქართულ ოცნებას“ ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ეწეოდნენ და მწარედ დამარცხდებიან ამ არჩევნებზე”, – განაცხადა დამენიამ.