ლაგოდეხის მერი ბახტრიონისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ლაგოდეხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა ბახტრიონისა და ჩოლოყაშვილის ქუჩის სამშენებლო სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
როგორც მერი აცხადებს, ბახტრიონის ქუჩაზე, გზის საფარი 480 გრძ. მეტრის მონაკვეთზე დაიგება, ცენტრალური გზის მოასფალტებასთან ერთად, მოეწყობა თავისუფლების ქუჩის №1 და ზაქათლის ქუჩის №29 საერთო საცხოვრებელთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ჩიხი. ჩოლოყაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია კი 915 გრძ. მეტრის მონაკვეთზე მიმდინარეობს.
მერის თქმით, გზის მოასფალტებასთან ერთად, მოეწყობა ცხაურები, ბორდიურები და საცხოვრებელ ეზოებში შესასვლელები. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, რეაბილიტირებული გზის სავალი ნაწილი მოიხაზება, მოეწყობა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის საერთო ღირებულება 1 068 066.21 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები