ირაკლი კობახიძე: როცა მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეჩერების მოთხოვნას ერთი ევროპარლამენტარი აწერს ხელს, ესეც პრობლემაა

“დილის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეჩერების მოთხოვნას ერთი ევროპარლამენტარი აწერდა ხელს, თუმცა, ესეც არის პრობლემა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც თუნდაც ერთი ევროპარლამენტარი აწერს ხელს ასეთ წერილს, ეს თავისთავად პრობლემაა. „რაც შეეხება 70 ხელმომწერს, იქ შედის ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია და ა.შ. ისინი თუ არიან ევროპარლამენტარები, არ ვიცი“, – აღნიშნა კობახიძემ.

72 პოლიტიკოსი, მათ შორის, ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს მიმართავენ. ხელმომწერებს შორის არიან ქართველი პოლიტიკოსებიც. წერილში საუბარია, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს, რადგან მის მიმართ არსებული ბრალდებები ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები