ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარია აღარ არის საერთოდ აქტუალური

გიორგი გახარია აღარ არის საერთოდ აქტუალური პირველი ტურის შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია რომ პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩევლის ორი-მესამედი მათ კანდიდატებს დაუჭერს მხარს.

„რაც შეეხება ამომრჩევლებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კვლევები, რაც ადასტურებს, რომ იმ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც სხვადასხვა მიზეზის გამო მხარი დაუჭირა ამ პარტიას, ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერას აპირებს. ასეთია დაახლოებით ამომრჩევლის2/3. ესენი არიან ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები, დაახლოებით 2/3 იმ პარტიის ამომრჩევლების, აქედან გამომდინარე ჩვენთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ძვირფასია მათი ხმები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენ კანდიდატებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები