სოლიდარობა სააკაშვილს – მსჯავრდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა შიმშილობა დაიწყეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ.
ინფორმაციას ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია ადასტურებს.
“დამირეკა 4-ში და მითხრა, რომ მან და გიორგი ცააძემ დაიწყეს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა. ეს უკავშირდება იმ უსამართლობას, რაც მასთან და სასჯელთან არის კავშირში. სოლიდარობა და შინაგანი პროტესტი გამოხატა ერთდროულად. მის მიმართ ექიმები დიდ ყურადღებას იჩენენ, სთავაზობენ ჰოსპიტალიზებას, მაგალითად, გადასხმებს, მაგრამ ამ დრომდე უარს აცხადებს. გუშინ შევუთვალე, რომ მინდოდა პაემანი, მაგრამ მან უნდა ჩანიშნოს. ასე სპონტანურად ვერ მივალ. მქონდა სურვილი, რამდენჯერმე მივედი ციხეზე და არ შემიშვეს. თავად უარი განაცხადა. როგორც ჩანს, ისე გამოიყურება ვიზუალურად, ისედაც დასუსტებულია და თან შეექმნა პრობლემა ჯანმრთელობაზე ამ უსამართლობიდან და სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე. ისე გამოიყურება, თქვა, რომ არ მინდა, მნახონო და ის ერთი პაემანი გადაცვალა სატელეფონო ზარში, ასეთი პრაქტიკა არის ციხეში“, – განაცხადა ნინო ხვიტიამ.