შალვა პაპუაშვილი: აგონიაში ჩავარდნილი „ნაცმოძრაობა“ არ ერიდება, ეკლესიას ღია ომი გამოუცხადოს

“მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რა ძალასთან გვაქვს საქმე”, – ასე შეაფასა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლოდროინდელი განცხადებები სასულიერო პირებზე.

მისი თქმით, საჭიროა, მოქალაქეებს შეახსენონ, რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია.

„მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რა ძალასთან გვაქვს საქმე. მით უმეტეს, დავინახეთ, რომ აგონიაში ჩავარდნილი „ნაციონალური მოძრაობა“ არ ერიდება, ეკლესიას ღია ომი გამოუცხადოს და ეგზარქოსებად ეკლესიის მმართველებს მოიხსენიებენ. საჭიროა, მოქალაქეებს შევახსენოთ, რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია. ამ დღეებში მიდის ისტორიის გადაწერის მცდელობა – მსხვერპლებს დამნაშავეებად წარმოაჩენენ და დამნაშავეს მხვერპლებად. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, სწორედ ამას ემსახურება, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, რა იდეოლოგიაა და რა დანაშაულებთან აქვს კავშირი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები