ვინ არიან შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულები, რომლებსაც ბრალს დღეს წარუდგენენ
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
სამი პირი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.
ისინი ადვოკატებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულეს. უფლებადამცველების თქმით, არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.
ბაჩუკი ლატარია და ბიძინა ხასია სამართალდამცველებმა მკვლელობის გახმაურებიდან რამდენიმე საათში გლდანში, იმ სახლში დააკავეს, სადაც იმალებოდნენ. ასევე, დაკავებულია ბინის მეპატრონეც.
ბექა ლატარია წარსულში ნასამართლევია და, არსებული ინფორმაციით, სწორედ მან ესროლა შატალოვას რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდად. ხასია კი მას მიმალვაში დაეხმარა.
ცნობისთვის, 18 ოქტომბერს თბილისში ახალგაზრდა ქალი სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს ნასროლი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლული ანასტასია შატალოვაა, რომელსაც დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცემერთან არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. ბათუმის ყოფილი ვიცემერი ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს. ზურაბ ბერიძის თქმით, მოკლულთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.