ლალი ტურძელაძე: კლინიკის კოვიდგანყოფილებაში ადგილები აღარ გვაქვს – მკურნალობას გადის სამი ჩვილიც

“კლინიკა სავსეა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით, ადგილები აღარ არის”, – ამის შესახებ “კვირას” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე 3 ჩვილიც მკურნალობს, თუმცა, არცერთი მათგანი აპარატზე ყოფნას არ საჭიროებს.

“ამ ეტაპზე, ადგილები არ გვაქვს, კლინიკა დატვირთულია. სხვადასხვა ასაკის პაციენტები გვყავს, მათ შორის სამი ჩვილია – არცერთი მათგანი აპარატზე არ არის. არიან სხვადასხვა სიმძიმის პაციენტები. კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო, ჩვენ ვვარაუდობდით კიდეც მეხუთე ტალღას, ახლა ამას თან დაერთო სეზონური ვირუსები, მათ შორის, გრიპი, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს”, – განაცხადა ტურძელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები