კახა კუჭავა: კოლინ პაუელი ნამდვილი პატრიოტი იყო, რომელიც არასდროს იშურებდა ძალისხმევას თავისუფლების წინ წაწევისთვის – მშვიდად განისვენე, გენერალო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე ყოფილი სახელმწიფო მდივნის, დიდი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, გენერალ კოლინ პაუელის გარდაცვალების შესახებ. ის ნამდვილი პატრიოტი იყო, რომელიც არასდროს იშურებდა ძალისხმევას თავისუფლების წინ წაწევისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ამერიკელ ერს. მშვიდად განისვენე, გენერალო“, – დაწერა კახა კუჭავამ Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები