საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ანკარაში პირველი შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარი, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ოფოციალური ვიზიტით ქ.ანკარაში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. დელეგაცია ასევე, შეხვდა თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს.

“სამმხრივ შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა რეგიონული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და ახალი ინიციატივები, რომლებიც სამმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებს. მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრისას ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და თურქეთის მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის პრაქტიკული საკითხები.

შეხვედრებზე თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი სხდომა და შეხვედრა თურქეთის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები