ირაკლი ღარიბაშვილი – კოლინ პაუელზე: ამერიკის პატრიოტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა დაგვტოვა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ კოლინ პაუელი ამერიკის პატრიოტი და საქართველოს მეგობარი იყო. პრემიერმინისტრი კოლინ პაუელის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

„გენერალ კოლინ პაუელის გარდაცვალების ამბავმა ძალიან დამამწუხრა.

ნამდვილმა გზის გამკვალავმა, წესიერებისა და ღირსების განსახიერებამ, ამერიკის პატრიოტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა დაგვტოვა. თანაგრძნობას ვუცხადებ პაუელების ოჯახსა და ამერიკელ ხალხს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები