სალომე ზურაბიშვილი: კოლინ პაუელის გარდაცვალება დარტყმაა მსოფლიო დიპლომატიისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა.

ზურაბიშვილის თქმით, კოლინ პაუელის საქმიანობა ახალგაზრდა თაობებისთვის მაგალითი იყო.

„კოლინ პაუელის გარდაცვალება დარტყმაა მსოფლიო დიპლომატიისთვის. დიდებული გონება, რომელიც 21-ე საუკუნეში მსოფლიოს მიმართულების ჩამოყალიბებაში დაეხმარა, მისი საქმიანობა მაგალითი იყო ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებსაც სურთ, სამყარო უფრო უსაფრთხო გახდეს“, – წერს პრეზიდენტი და პაუელთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები