საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით აგრძელებენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას.
„მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შევხვდი, მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით, არაერთ ბრძოლაში ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას. განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები”, – წერს პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
Delighted to meet w/🇺🇸@SecDef
during his official visit. With our battle-tested strategic partnership, we continue to put joint efforts in fight against terrorism & organized crime. Discussed bilateral co-op in defense & security sectors,Black Sea & 🇬🇪’s 🇪🇺 & #NATO aspirations. pic.twitter.com/sUBwkqE18x— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 18, 2021