ლოიდ ოსტინი: რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია, მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს აშშ-ს
“რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია, მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია, მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, კვლავ დავუდასტურო საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
Thank you to PM @GharibashviliGe for the warm welcome. Georgia has consistently and steadfastly supported the U.S. in promoting peace and stability in the region, and I’m glad to have this opportunity to reaffirm our support for Georgia’s sovereignty and territorial integrity. pic.twitter.com/G9tuUAIXHF
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) October 18, 2021