ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას მიერ შიოზე მიტანილი იერიში კიდევ ერთი დასტურია, რომ მათი ენადათაფლული მოწოდებები შერიგებაზე არის სრული სიყალბე

,,როგორ ფიქრობთ, ვისი მორალით უნდა იცხოვროს ჩვენმა საზოგადოებამ? იმ მორალით, რომელსაც თავს გვახვევენ ნიკა გვარამია, ჟორიკა რურუა, გიგი უგულავა, მიშა სააკაშვილი და მთელი ეს ნაცკომპანია? მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ეს არ უნდა”, – წერს ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ნიკა გვარამიას განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მეუფე შიოს ემუქრება.

,,როგორ ფიქრობთ, ვისი მორალით უნდა იცხოვროს ჩვენმა საზოგადოებამ? იმ მორალით, რომელსაც თავს გვახვევენ ნიკა გვარამია, ჟორიკა რურუა, გიგი უგულავა, მიშა სააკაშვილი და მთელი ეს ნაცკომპანია? მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ეს არ უნდა.
გუშინ, გვარამიას მიერ მეუფე შიოზე მიტანილი ჯერჯერობით სიტყვიერი იერიში, მხოლოდ იმის გამო, რომ მეუფემ საზოგადოებას განუმარტა, რა არის სინამდვილეში ქრისტიანული სწავლება, არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამ შემადგენლობის ენადათაფლული მოწოდებები შერიგებაზე და ა.შ. არის სრული სიყალბე. თუმცა, ეს მათ მიტინგზე დამტკიცდა, როდესაც „კოლექტიური ბუღაძის“ სახით ყველამ დაინახა ის, რის დამალვაც ასე გულდასმით უნდათ.
ცალკეულმა მღვდელმთავრებმა დაიწყეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგზე ქრისტიანული სწავლების და სახარების მორგება. ეს მათი არჩევანია, ხალხის და ღვთის წინაშე. ხოლო როდესაც პატრიარქის თანამოსაყდრე შეეცადა, საზოგადოებისთვის განემარტა ქრისტიანული სწავლების არსი და ის, თუ რას გულისხმობს სახარება ბოროტებასთან ბრძოლის კუთხით, ის გახდა საშინელი თავდასხმების და შეურაცხყოფების ობიექტი ნაც-შემადგენლობის და მათი ღია თუ ლატენტური მომხრეების მხრიდან. იცით, რატომ გავეშდნენ და გაგიჟდნენ? მათ ჩაეშალათ ის გეგმა -საზოგადოების გულუბრყვილო ნაწილის მიტყუება ყალბი შერიგების გზავნილით, რომელსაც ზურგს უმაგრებდნენ მათი მომხრე „მამაოები.“ მოკლედ, თავიანთი რეალური სახე კიდევ ერთხელ აჩვენეს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები