ბენ ჰოჯესი: თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის ინტერესის მკაფიო სიგნალია
ამერიკელი გენერალი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივანის ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ ეს აშკარა სიგნალია ამერიკის ინტერესზე შავი ზღვის რეგიონში.
“ეს შესანიშნავი ახალი ამბავია… ოსტინის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში არის მკაფიო სიგნალი აშშ -ის ინტერესის შესახებ შავი ზღვის რეგიონის მიმართ”, – წერს ჰოჯესი.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს დღეს ეწვია. ლოიდ ოსტინის ვიზიტის მთავარი მიზანია, კავშირები განამტკიცოს ქვეყნებთან, რომლებზეც ზეწოლა აქვს რუსეთს და მადლობა უთხრას მათ ავღანეთის მისიაში გაღებული წვლილისთვის.