ხათუნა ზახაშვილი: პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანლის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა უფასოდ მიეწოდება C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, აივ ინფიცირებულებს.

“ყველაზე მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან ჯანდაცვის მუშაკები, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები.

ასევე, გრიპის ვაქცინა უფასოდ მიეწოდება C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, აივ ინფიცირებულებს. ნებისმიერ 60 წელს ზემოთ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, შეუძლიათ, მივიდნენ ამცრელ პუნქტებში. ანალოგიურად შეუძლიათ, დიაბეტის მქონე პირებსაც.

გრიპის ვაქცინას უფასოდ მიიღებს ის კონტიგენტი, რომელიც დასაქმებულია მაღალი რისკის ზონაში. მაგალითად, სკოლის პედაგოგებს და ბაღის აღმზრდელებს შეუძლიათ, მიმართონ ამცრელ პუნქტებს და მიიღონ გრიპის ვაქცინა“, – აღნიშნავს ზახაშვილი.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები