ბრაზილიაში ტურისტების ნავი ჩაიძირა – დაღუპულია 6 ადამიანი
ბრაზილიის დასავლეთით, მდინარე პარაგვაის წყლებში, ტურისტულმა ნავმა 21 ადამიანით ბორტზე კატასტროფა განიცადა. შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, კიდევ ერთი – უგზოუკვლოდ დაიკარგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პორტალი “G1” სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამაშველო სამსახურის ცნობით ნავი, რომლითაც ტურისტები სათევზაოდ გადაადგილდებოდნენ ძლიერი ქარის გამო ჩაიძირა. კატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.