შავ ზღვაში წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის პორტატული მოტივტივე სადგური განთავსდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ევროკავშირის მხარდაჭერით, წყლის პორტატული CTD მოტივტივე სადგური შეიძინა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სადგური დამოუკიდებელი სისტემაა, რომელიც პირველად განთავსდა საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში და განკუთვნილია წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის. მოწყობილობა, GPRS კომუნიკაციის მეშვეობით,  ზღვის პარამეტრებს ონლაინ რეჟიმში გაზომავს, ხოლო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტებისთვის.

პირველ ეტაპზე, სადგურის საშუალებით განისაზღვრება სამი ძირითადი კომპონენტი: წყლის ელ. გამტარობა, ტემპერატურა და სიღრმე, რაც შესაძლებლობას იძლევა, პირველად საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელდეს წყლის უწყვეტი  მონიტორინგი. აღნიშნული კვლევები, თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს თევზის მარაგების შეფასებას და მოდელირებას.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა გარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად(TIMMOD), რომლის მიზანი შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება და თევზის რესურსის მარაგების შეფასების სისტემის დახვეწაა. პროექტის ფარგლებში, სააგენტომ შეიძინა ულტრათანამედროვე სადგური, რომელიც განთავსდა შავ ზღვაში და მუდმივ რეჟიმში გააზიარებს ინფორმაციას წყლის ხარისხის და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ, ამავე პროექტის ფარგლებში,ქართველ სპეციალისტებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა საერთაშორისოპრაქტიკულ სწავლებასა თუ სემინარში, რაც  ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას,განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

აღნიშნული საზღვაო კვლევების ორგანიზატორები,გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, არიანპროექტის ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობაგარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად (TIMMOD) პარტნიორებიშავი ზღვისდუნაის კვლევითი და განვითარების ასოციაცია (BDCA), სალონიკის არისტოტელეს  უნივერსიტეტი (AUTh) დათევზის რესურსების ინსტიტუტი (IFR).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები