სლოვენიაში დავით ზალკალიანის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა – დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო სლოვენიის ქალაქ პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

საგარეო უწების ცნობით, სლოვენიაში საქართველოს საპატიო საკონსულო პირველად გაიხსნა.

დავით ზალკალიანმა ანდრეი მალგაის მიულოცა საპატიო კონსულად დანიშნვა და ხაზი გაუსვა საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას სლოვენიის სატრანსპორტო ცენტრში – პრიმორსკას რეგიონში. მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში და ხაზი გაუსვა სავაჭრო, საინვესტიციო და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში საპატიო საკონსულოს როლს.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნით საქართველო – სლოვენიის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და ანდრეი მალგაის წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა სლოვენიის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძემ და საპატიო კონსულმა, ანდრეი მალგაიმ.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 14-16 ოქტომბერს, სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები