გიგი უგულავა – სააკაშვილზე: დღეს ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი, ყველაზე თამამი და მან მოგვცა ბრძოლის მაგალითი, ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება

“სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამ გამარჯვება ყოველთვის გვერდზე ჩაივლის”, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს, სადაც ამ წუთებში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ახლა უკან დახევის უფლება არავის აქვს.

“სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამ გამარჯვება ყოველთვის გვერდზე ჩაივლის. სანამ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა, სანამ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს ტყუილია, ბლეფია.

დადგა დრო და მომენტი და მან თავისი საქმე გააკეთა. მე ვარ ამაყი როგორც არასდროს იმიტომ, რომ მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელა ადამიანის და მეგობრის მიმართ. დღეს ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი, ის არის ყველაზე თამამი და მან მოგვცა ბრძოლის მაგალითი და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება”, – განაცხადა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები