ბეირუთში აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს – სულ მცირე, 3 დაღუპულია

ბეირუთში, თაიუნის რაიონში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული, 12 დაშავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური სააგენტო NNA ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ლიბანელი სამხედროები ორმხრივ სროლაში ჩაერთვნენ, რომელიც ბეირუთის დასავლეთით დაიწყო, აქციის დროს.

თვითმხილველების თქმით, სროლის ინიცირება სნაიპერმა მოახდინა, რომელმაც დემონსტრანტებისა და სამხედროების მისამართით ცეცხლი გახსნა.

“ამალის” და “ჰეზბოლას” მომხრეებმა საპასუხო ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. ჯარისკაცებმა სნაიპერი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები