მეუფე მიქაელი: სუს-ის ფაილები არ მაინტერესებს და რა გავაკეთო? – ღმერთი ყველას გვისმენს
“სუს-ის ფაილები არ მაინტერესებს და რა გავაკეთო? შეიძლება, 5 პროცენტი სიმართლე იყოს და 95 პროცენტი „მიკერებული”, – ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს ე.წ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან “გადამეტებული” მოსმენები სწორი არ არის.
“არ მაინტერესებს ეს სუს-ის ფაილები და რა გავაკეთო? შეიძლება, იყოს 5% სიმართლე და 95% “მიკერებული” რაღაცები. ეკლესიასაც უსმენენ და ყველაფერს უსმენენ და ღმერთი ყველას გვისმენს ჩვენ. სახელმწიფო რომ გვისმენს თუ გადამეტებულია, არ არის სწორი. ჩემზე არის რაღაც ჩანაწერები, მითხრეს. რაც შეეხება ავთენტურობას, ცოტა ისეთ რაღაცებს, რაც ზედმეტია, არ ვადასტურებ”, – აღნიშნა მეუფე მიქაელმა.