ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ტბელ აბუსერიძის 9-ში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო 

ტბელ აბუსერიძის 9-ში საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე შეთანხმებული ესკიზური პროექტის დარღვევით მიმდანარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამრღვევის მიერ პირველი სართულის იატაკისა და კედლების ნაწილობრივი დემონტაჟი განხორციელდა.

“მუნიციპალურ ინსპექციაში ფაქტზე დაწყებულია საქმის წარმოება და გაცემულია წერილობითი მითითება, მოიყვანოს ობიექტი პირვანდელ მდგომარეობაში. მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შემოსული მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე ბოლო 4 დღის განმავლობაში 200-მდე ობიექტი გადამოწმდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები