ავარია ბათუმში – ქალს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა.

თვითმხილველის თქმით, ქალმა ავტოავარიის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები