საქართველოში, ამ დროისთვის, მოსწავლეთა 4.7% სწავლას დისტანციური ფორმატით განაგრძობს

საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო, რამდენიმე სკოლა დისტანციური სწავლების მეთოდს დაუბრუნდა. სკოლის სივრცეში დაბრუნების შემდეგ კვლავ ონლაინ ფორმატზე დაბრუნების მიზეზი  ეპიდვითარების გაუარესებაა.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში განათლებას 29 000- მდე მოსწავლე იღებს.

როგორც „კვირას“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს, ეს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 4,7%-ია.

„რეგისტრაციის დაწყებისას ონლაინსწავლებაზე დარეგისტრირდა 23 994 ბავშვი. ამჟამად, ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა.
ჯამურად, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია“, – აცხადებენ EMIS-ში.

ცნობისთვის, მოსწავლეები სკოლებში 4 ოქტომბერს რეგულაციების შემსუბუქების შესაბამისად დაბრუნდენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები