ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკით, დღეს სერიოზული ნახტომი გვაქვს

“დღეს გვაქვს სერიოზული ნახტომი, ახალი შემთხვევების მატების დინამიკა გამოჩნდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაუარესებულია ვირუსის გავრცელების ზრდის ყველა ინდიტაკორი.

„ახალი შემთხვევების დღევანდელი სტატისტიკა ცნობილია, დღეს გვაქვს სერიოზული ნახტომი. როგორც წინა კვირაში გაუწყებდით, ახალი შემთხვევების მატების დინამიკა გამოჩნდა. გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი. ძალიან საყურადღებოა, რომ 1.43 პროცენტამდეა რეპროდუქციის ინდექსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ გართულებული ეპიდვითარების ფონზე ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„სამწუხაროდ, 18 სექტემბრიდან მცირდება ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვერ გავზარდეთ აცრის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები