საქართველოში დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.
“აღმოსავლეთ საქართველოში დღეს +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +22, +27 გრადუსამდე დათბება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 12 ოქტომერს 17, +19 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.