ჩინეთში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შანსის რაიონში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, 15 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით,
13 მოქალაქე სამგზავრო ავტობუსის მდინარეში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.

სტიქიით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ჩინეთის შანსის რეგიონში 1,76 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში ჩამოწოლილ მეწყერს ოთხი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის თქმით, წყალდიდობისა და მეწყრის გამო, რეგიონში 17 ათასზე მეტი სახლი დაინგრა, დაზარალებულები თავშესაფრებში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები