მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 240 მილიონს მიუახლოვდა
მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 240 მილიონს მიუახლოვდა.
პლატფორმა worldometers-ის ინფორმაციით, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.87 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 216 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 17.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 45.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.9 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.