ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეპ ბორელი აცხადებს, რომ, ევროპაში შექმნილი ბუნებრივი აირის კრიზისის ფონზე, ბრიუსელს რუსული გაზის დამატებითი მოცულობა დასჭირდება.
ამის შესახებ დიპლომატმა El Pais-სთვის მიცემულ ინტრვიუში თქვა.
კითხვაზე – ფასების ბოლოდროინდელ ზრდაზე ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა რუსეთს, როგორც ერთ-ერთ მომწოდებელს? როგორ შეაფასებთ ბრიუსელზე არსებულ წნეხს, რომელიც უკავშირდება “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის მშენებლობას, რომ მისი დასრულების შემთხვევაში პრობლემა მოგვარდება? – ბორელმა თქვა, რომ “გაზით უზრუნველყოფის საკითხი გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს”.
“რუსეთს “ჩრდილოეთ ნაკად-2″-ის დასრულება უნდა. ის, რომ მოსკოვი იყენებს შექმნილ ვითარებას საკუთარ წისქვილზე წყლის დასასხმელად – არის პოზიცია, რომელიც პოლიტიკური ზეწოლის თამაშის ნაწილია. ჩვენ კვლავინდებურად გვაქვს რუსულ გაზზე მოთხოვნა და, როგორც ჩანს, გაცილებით მეტი დაგვჭირდება, ვიდრე ეს ხელშეკრულებაში იყო გაწერილი. საგანგებო ვითარების წინაშე ვართ. გაზით უზრუნველყოფას კი გეოპოლიტიკური მნიშნელობა აქვს”, – თქვა ბორელიმ.