დაკეტილი მეტრო, გაუქმებული ავიარეისები, პარალიზებული საზოგადოებრივი ტრანსპროტი – იტალიაში მასშტაბური გაფიცვაა

იტალიაში კერძო და სახელმწიფო ტრანსპორტის მუშაკების 24-საათიანი გაფიცვაა.

დემონსტრანტები სამუშაო საათების შემცირებას, თანამშრომლების მიმართ უნივერსალური მიდგომის შემუშავებას, საპენსიო თანხემის დარიცხვის სისტემის გადახედვას, კრიზისის პირობებში თანამშრომლების სამსახურებიდან გათავისუფლების შეწყვეტას, ელექტრონული კოვიდსერტიფიკატების წარდგენის ვალდებულების გაუქმებასა და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

ANSA-ს ინფორმაციით, ნეაპოლში აქტივისტებმა აქცია მსვლელობით დაიწყეს, დაბლოკილია ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე გასასვლელი, ქალაქში არ ფუნქცონირებს ფუნიკულიორი და მეტროს ერთი ხაზი.

რომში დემონსტრაცია დილიდან იმართება. ისტორიულ ცენტრში პოლიციაა მობილიზებული. მეტროპოლიტენის ერთი ხაზი დაკეტილია, ორი – შეზღუდვებით მუშაობს. დაკეტილია ასევე ტერმინი-სენტოცელეს დამაკავშრებელი რკინიგზა.

სატრანპორტო კოლაფსი შეინიშნება ასევე მილანსა და გენუაში.

ავიაკომპანია Alitalia-მ მგზავრები უკვე გააფრთხილა 127 შიდა და საერთაშორისო რეისის გაუქმების შესახებ, ასევე, 11 ავიარეისი გაუქმებულია 12 ოქტომბერს.

ქვეყნის რკინიგზამ გაფიცვა გუშინ, 21:00 საათზე დაიწყო. ამის მიუხედავად, კომპანია Trenitalia-ში განაცხადეს, რომ ყველა ჩქაროსნული და ელმავალი მატარებლის მოძრაობა განრიგის მიხედვით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები