ბრაზილიის პრეზიდენტი ფეხბურთის მატჩზე არ შეუშვეს, რადგან ვაქცინირებული არ არის

 

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დაჯარიმდა იმის გამო, რომ მას ქალაქ პერუიბეში, სან-პაულოს შტატის სანაპიროზე პირბადე არ ეკეთა. მოგვიანებით კი ის ფეხბურთის მატჩზე არ შეუშვეს, რადგან მას COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვს. – ინფორმაციას ბრაზილიური ტელეარხი Globo ავრცელებს.

პრეზიდენტი შაბათს ქალაქში სეირნობდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ფოტოებს იღებდა. სეირნობისას ის პირბადის გარეშე იყო, რისი ტარებაც ქვეყანაში სავალდებულოა.

”ამის გამო ის 500 დოლარით დააჯარიმეს”, – აღნიშნავს მედია.

ასევე ამ დღეს, ბოლსონარუ ვერ დაესწრო ბრაზილიის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩს, რომელიც “სანტოსსა” და “გრემიოს” შორის იმართებოდა. მან ჟურნალისტებს ამის გამო შესჩივლა.

“მინდოდა, “სანტოსის” თამაში მენახა, მაგრამ მითხრეს, რომ მე ვაქცინაცია მჭირდებოდა. რატომ? მე უფრო მეტი ანტისხეული მაქვს ვიდრე მათ, ვინც აცრილია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები