აშშ-ის დელეგაციამ “თალიბანთან” მოლაპარაკება გამართა

დოჰაში შეერთებული შტატების დელეგაციასა და “თალიბანის” ე.წ. მაღალჩინოსნებთან 9-10 ოქტომბერს მოლაპარაკება გაიმართა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა “ღია და პრფესიონალური” იყო.

ვაშინგტონის ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემები იყო უსაფრთხოების პრობლემები, ტერორიზმთან ბრძოლა, ასევე ავღანეთის დატოვების შესაძლებლობა აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილებოდა ავღანეთში ადამიანის უფლებები, მათ შორის ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გოგონებისა და ქალების მონაწილეობის აუცილებლობა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ “თალიბანი” მოლაპარაკებას რუსეთთან მართავს მისი მთვრობის აღიარების შესახებ, ასევე საელჩოების გახსნის საკითხზე.

როგორც ე.წ. კულტურის მინისტრის მოადგილემ, ზაბიულა მუჯაჰიდმა თქვა, აღნიშნული საკითხების მოგვარება იქნება სამომავლო თანამშორმლობის წინაპირობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები