ჩინეთში ავტობუსი რომელშიც 51 მგზავრი იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა

 

ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინცია ჰებეიში ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

აღინიშნება, რომ კომპანია Jingye-ის ავტობუსს მუშები გადაჰყავდა.

ავტობუსში სულ 51 ადამიანი იმყოფებოდა, ამ დროისთვის 38 მუშის მდინარედან ამოყვანა მოხერხდა.

სამძებრო სამუშაო გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები