შეკვეთილი გამოკითხვა და კურცის გადადგომა – ავსტრიას ახალი პრემიერი ჰყავს
ავსტრიის ახალი პრემიერმინისტრი ალექსნადრე შალენბერგი გახდა, რომელიც სებასტიან კურცის მთავრობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვან დერ ბელენმა თქვა, “ამჟამინდელი სამთავრობო კრიზისი დასრულებულია. ჩვენ სასარგებლოდ მთავრობის მუშაობა გაგრძელდება”.
სებასტიან კურცმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 9 ოქტომბერს განაცხადა.
მანამდე, მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ქვეყნის პროკურატურა კურცისა და კიდევ 9 პირის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს, რომლებიც კორუფციასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილნი.
გამოძების ვერსიით, 2016-2018 წლებში ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო რეკლამისთვის საბიუჯეტო თანხებს იყენებდა, კურცის პარტიისთვის სასარგებლო გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების სანაცვლოდ. სავარაუდოდ, აღნიშნული აღმოჩნდა გეგმის ნაწილი, რომლის შედეგად კურცს მიეცა შესაძლებლობა, ჯერ პარტიის თავმჯდომარედ, ხოლო შემდგომ პრემიერად არჩეულიყო.