პაკისტანის “ატომური ბომბის მამა“ და „ყველაზე სახიფათო ადამიანი მსოფლიოში“ აღარ არის – აბდულ კადირ ხანი გარდაიცვალა
Сovid-19-ის გადატანის შემდეგ, პაკისტანში ბირთული ფიზიკოსი, აბდულ კადირ ხანი გარდაიცვალა – ადამიანი, რომელსაც პაკისტანის “ბურთვული იარაღის მამად” მიიჩნევენ. დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლები მას მსოფლიში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადამიანად თვლიდნენ, ვინაიდან ის ატომური ბომბის შექმნის ტექნოლოგიებს უზიარებდა ჩრდილო კორეას, ირანსა და ლიბიას.
პაკისტანის პრემიერმინისტრ იმრან ხანის განცხადებით, ქვეყანამ „ნაციონალური გმირი“ დაკარგა.
„ჩვენს ხალხს ის უყვარდა, ვინაიდან ძირითადად მისი წყალობით მივიღეთ ჩვენ ბირთვული ბომბი“, – განაცხადა პაკისტანის პრემიერმინისტრმა.
აბდულ კადირ ხანი 85 წლის ასაკში, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იყო მოთავსებული.