პერუში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
პერუს ტერიტორიაზე 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იტყობინება.
უწყების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ კუსკოდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით იყო. ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.