გვატემალას პოლიციამ მიტოვებული სატვირთოდან 126 მიგრანტი გადაარჩინა

გვატემალაში სამართალდამცავებმა 126 მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც სატვირთო მანქანის დახურულ კონტეინერში გზის პირას მიატოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიგრანტები გამთენიისას ქალაქ ნუევა-კონსეპსიონსა და კოკალესს შორის იპოვეს, მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა სატვირთოდან ხალხის ყვირილი გაიგონეს. ადგილობრივი მთავრობის ვარაუდით, მიგრანტები კონტრაბანდისტებმა მიატოვეს, რომელთაც ისინი მექსიკის გავლით აშშ-ში უნდა ჩაეყვანათ. „გვესმოდა ყვირილი და დარტყმები, ეს ხმები კონტეინერიდან მოდიოდა. გავაღეთ კარები და შიგნით 126 უსაბუთო ადამიანი ვიპოვეთ“,- აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები