აშშ-ში ერთ-ერთ აეროპორტთან თვითმფრინავი ჩამოვარდა – არიან დაღუპულები

ამერიკის შტატ ჯორჯიაში თვითმფრინავი Cessna 210, ასაფრენ ბილიკთან ახლოს, მინდორში ჩამოვარდა და აალდა. შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა პირი. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი FOX 5 Аtlanta იუწყება.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია, მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები