კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.48%-ია
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,01 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,48 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,94 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 844 პირს დაუდასტურდა, 814 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 – გარდაიცვალა.