რუსეთი ნატო-ს დიპლომატების გაძევებისთვის პასუხს გასცემს – დიპლომატიური კონფლიქტი ღრმავდება

ნატო-ში რუსული მისიის წევრების გაძევებასთან დაკავშირებით მოსკოვი საპასუხო ზომებს მოამზადებს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

“რასაკვირველია, რაღაც ზომები იქნება მიღებული, რომლებიც საუკეთესოდ უპასუხებენ ჩვენს ინტერესებს, იქნება ფორმულირებული და რეალიზებული. ჯერჯერობით, ნატო-სა და რუსეთის თანმშრომლობაზე საუბარი არც მიდის, თანამშრომლობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ნატო – თანამშრომლობის ინსტრუმენტი არ არის, ეს არ არის ურთიერთობის ინსტრუმენტიც, ეს არის ბლოკი, რომელსაც ანტირუსული მიმართულება აქვს. ასეც აღვიქვამთ მას და ჩვენი ასეთი აღქმა ბლოკის ქმედებით მტკიცდება”, – განმარტა პესკოვმა.

რუსული “კომერსანტისთვის” ცნობილი გახდა, რომ, ბრიუსელიდან დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, მოსკოვმა შესაძლოა, ალიანსში მისია დახუროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები