ნატო-ს მადრიდის სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს ჩატარდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი მადრიდში, 2022 წლის 29-30 ივნისს ჩატარდება.

ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, წლევანდელ ბრიუსელის სამიტზე ლიდერებმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ამბიციური დღის წესრიგი დაამტკიცეს.

“ვხედავთ სტრატეგიული კონკურენციის ზრდას, რუსეთის გაცილებით აგრესიულ ქმედებასა და ჩინეთის მიერ სხვა ქვეყნების დასაშინებლად ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერის გამოყენებას”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გუშინ, ნატო-ს გენმდივანმა თქვა, რომ მადრიდის სამიტზე მოკავშირეები ალიანსში წევრობის მხარდაჭერას საქართველოს და უკრაინას კვლავ დაუდასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები