თორნიკე რიჟვაძე: ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად

“ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად”, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რიჟვაძე აღნიშნავს, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, დეტალურად დადგინდება ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

„ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური. მას შემდეგ, რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები”, – წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები