მსოფლიოს ქვეყნების რომელმა ლიდერებმა მიულოცეს ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე

კრემლის ადმინისტრაცია მსოფლიო ლიდერთა სიას აქვეყნებს, ვინც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა.

ესენი არიან: კომუნისტური კუბის ლიდერი – მიგელ დიას-კანელი, ისრაელის პრემიერმინისტრი – ნაფტალი ბენეტი, იაპონიის პრემიერი – ფუმიო კისიდა, თურქეთის პრეზიდენტი – რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

სიაში არიან ასევე ჩინეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის პრეზიდენტები. დაბადების დღე პუტინს ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმაც მიულოცა.

კრემლის საიტზე აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრების დროს პუტინმა ქვეყნების ლიდერებთან საერთაშორისო პრობლემებისა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები